Thursday, January 31, 2013

ღრიანკალი




24 ოქტომობერი - 21 ნოემბერი  
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები - მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.
  

    ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება - ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისინი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.  ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში  მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.  ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ-ერთი თვისება - ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს  ამ გზას - ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.  მარსით მართული სხვა ნიშნისაგან - ვერძსაგან - განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიტყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას. ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შეცდომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრდსე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.   

ფსიქოსექსუალური  დახასიათება
   მორიელი (ღრიანკალი) სექსის განსახიერებაა, მათ ნიშანს სქესობრივი ორგანოები განაგებს . მარსის აგრესიული ბუნების გამო ამ ნიშნის კაცებიც და ქალებიც უზარმაზარი სექსუალური მადისანი არიან აქ არავითარი მორალური შეზღუდვა არ არსებობს, რადგანაც ღრიანკალს სექსი ადამიანურ ურთიერთობათა დამოუკიდებელ სფეროდ მიაჩნია და, ამას გარდა, სექსი მათი ძალების აღდგენის საშუალებაა. ზოგჯერ ღრიანკალი წარმოადგენს ფენიქსს, ზღაპრული სილამაზის მითიურ ფრინველს, რომელიც მრავალი ათასი წელი ცხოვრობდა არაბეთის უდაბნოში. ლეგენდის მიხედვით, მან ცეცხლში დაიწვა თავი, შემდეგ ფერფლიდან აღდგა, მრავალი წელი ისე იცოცხლა და ყველაფერი თავიდან გაიმეორა. აი ეს არის ღრიანკალის საიდუმლო სექსუალური ციკლი _იგი თავს იბუგავს აქტიური სექსუალური ცხოვრებით, რაც ყველა სხვა ნიშანს დაასუსტებდა; მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ კვლავ ახალგაზრდა და ახალი იმედებით აღსავსეა. შემდგომ ისინი ახალ ციკლს გადიან და კვლავ სურვილის ცეცხლი ეკიდებათ. მთელს ზოდიაქოში ღრიანკალი საყვარლად ყველაზე მეტად ფასობს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, რომელიც მარტო საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად კი არ გამოდგება, არამედ პარტნიორის საამებლადაც.  

  უარყოფითი  თვისებები
 ღრიანკალი (მორიელი) ძალ-ღონეს არ ზოგავს წარმატების მისაღწევად, რაც ფიზიკურად და მორალურად ფიტავს მას. მაშინ თავის ბოღმას მეუღლეებზე გადმოანთხევს ხოლმე, თუმც ზოგიერთი ჭკვიანი ღრიანკალი ისეთ მეუღლეს ირჩევს, რომელიც ამ უკიდურესობათაგან თავის დაღწევაში დაეხმარება. უკიდურესი ეჭვიანობა და მესაკუთრული სული ასევე მისი უარყოფითი თვისებაა. ეს განსაკუთრებით ღრიანკალ - ქალს ეხება. ისინი გამომძიებლებს გვანან რათა იცოდნენ თავიანთი ქმრების ადგილსამყოფელი ნებისმიერ დროს. ღრიანკალი წლობით ინახავს გულში წყენას, ეს მათი ხასიათის უღირსი თვისებაა. უკვე ითქვა, რომ ყოველთვის როდი არიან კარგი მეგობრები, მათ მტრობაც ადვილად შეუძლიათ. ღრიანკალი ძალიან შურისმაძიებელი და გულღრძოა, განსაკუთრებით შეურაცხყოფის შემდეგ. 

დადებითი  თვისებები
    ამ ნიშნის ხალხი სულიერად ყველთვის ერთგულია, თუნდაც არაცოლქმრულ სქესობრივ ურთიერთობას ეწეოდეს. ეს რჩეულ მეგობრობაზეც ვრცელდება, რომელთა რიცხვი დიდი როდია, მაგრამ მათგანაც სამაგიეროდ ასეთივე ერთულებას მოითხოვს. თავის სახლში ღრიანკალი „დამცველ ატმოსფეროს" ქმნის, თითქოს მარსის გენერლები მთელი ქვეყნიერებისაგან იცავენ ციხე-სიმაგრეს. ღრიანკალი ოჯახში შემომტანია, საქმეში მეტად ჭკვიანი. ამ ნიშნის ქალები ხშირად ხელმძღვანელ პოსტებს იჭრენ. ღრიანკალი საუკეთესო მშბელია, თუმც რამდენადმე მკაცრი და მომთხოვნი. ღრიანკალი დაუღალავად იშრომებს თავის კოლეგებთან ერთად ნებისმიერ სამუშაოზე, იგი საერთოდ, ძალიან პუნქტუალურია.  

  შესაფერისი  პარტნიორები
 კაცი - მორიელი 
 ქალი: 

ვერძი - ვერძს უჭირს მორიელის ყურადღებისა და დამანგრეველი მოქმედებისაგან თავის დაღწევა. მას პირველი დანახვისთანავე უჩნდება მისდამი გრძნობები. მორიელი მისთვის საკმაოდ მიმზიდველია. მორიელი თვითონაც ამჟღავნებს დიდ სიყვარულს და იწყებს ისეთ მოქმედებებს, რომ ვერძი, როგორც კურდღელი მის მკლავებში აღმოჩნდება. მორიელი მთლიანად ფლობს მის გრძნობებს, თითქოს ძალიან უყვარს, მაგრამ ამ დროს ვერძი განიცდის ნერვიულ აშლილობას. ეს კავშირი ორივესათვის საკმაოდ რთულია. მათთვის უკეთესი იქნებოდა ჰქონოდათ არა ცოლ-ქმრული, არამედ სასიყვარულო ურთიერთობები.  
 კურო - ეს კავშირი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე პირიქით, როდესაც კაცი - კუროა, ხოლო ქალი კი - მორიელი. მიუხედავად ასეთი რთული ქორწინებისა (მორიელი კუროს მუდამ ეჭვის თვალით უყურებს), პარტნიორები განიცდიან უდიდეს ფიზიკურ სიახლოვეს. ამას მივყევართ მხოლოდ არსებული კავშირის განმტკიცებისაკენ. მაგრამ მორიელისათვის მაინც მნიშვნელოვანია მისი მეორე ნახევრის მატერიალური მხარე, კეთილმოწყობილი ბინა და მისი პასუხისმგებლობა. კურო, შეიძლება არ იყოს სამაგალითო მეუღლე, მაგრამ ის იდეალური დედაა. მისი შვილები ყოველთვის კარგად მოვლილნი, მხიარულნი და კარგად აღზრდილები არიან. 
ტყუპები - ძალზედ დაძაბული სასიყვარულო კავშირი და უფრო მეტად დაძაბული ქორწინებაა. ქორწინების დასაწყისში მათი ცხოვრება შეიძლება იყოს სასიამოვნო, მაგრამ მორიელი სწრაფად გამოაჩენს თავის აგრესიას და ტყუპები მწარედ დაგვიანებით მიხვდება იმას, თუ ვის ხელში ჩავარდა. მათ ოჯახში გამეფებულია ნგრევა და უწესრიგობა. მიუხედავად მორიელის მძაფრი გრძნობებისა, ტყუპები შეიძლება გახდეს ფრიგიდული და ან მთლიანად დაკარგოს თავისი სექსუალობა, ან მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი პარტნიორი.  
 კირჩხიბი - ეს ისეთი კავშირია, როდესაც სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალურია. ეგოისტმა მორიელმა მუდამ იცის თუ როგორ გამოიყენოს კირჩხიბის სუსტი წერტილები, ამიტომაც აქვს მას მორიელისადმი შიში. ასეთ ქორწინებაში პარტნიორები მუდამ დაძაბული არიან.   
 ლომი - პარტნიორებს შორის სექსუალური ურთიერთობები თითქმის იდეალური, ხანგრძლივი და მყარია. ლომს ახასიათებს ფეთქებადობა, მაგრამ მალე ნელდება და გარდაიქმენა \"კატად\", რითაც მორიელი ხშირად სარგებლობს. მაგრამ ლომს როგორც კი საშუალება მიეცემა სხვასთან წასვლისა (მაგ., მშვილდოსანთან), ის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.   
 ქალწული - კავშირი კარგია. ქალწული - შესანიშნავი დიასახლისი და დედაა, ძალიან ამტანია, თავის თავზე იღებს ყველა საქმეს. მორიელს მშვენიერი ცხოვრება აქვს, ანუ როგორც ამბობენ\"ყავას ლოგინში ართმევენ’’. ის ამით ძალიან კმაყოფილია. თუ კი მას აღმოაჩნდება სადისტური მოვლენები, მაშინ ის ნელ-ნელა იწყებს ქალწულის ტანჯვას და მის ნერვებზე თამაშს. მას მოსწონს ისეთი რამ უთხრას ქალწულს, რომ მისი თვალები ტირილისგან დიდხანს იქნება წითელი, მაგრამ ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ საბოლოოდ ეს კავშირი წარმატებულია და მყარი. 
 სასწორი - მორიელი ძალიან ეჩვევა სასწორს, მაგრამ სექსუალურ ურთიერთობებში მათ შორის საერთო ნაკლებია და ქორწინება ორივესათვის თანდათან აუტანელი ხდება. სასწორს მალევე ბეზრდება პარტნიორის"შავი იუმორი" და თვითგამანადგურებელი ბუნება. მორიელი სახლში ვერ მიიღებს სასურველ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს.  
 მორიელი - ეს კავშირი კარგი იქნება, თუ კი ორივე იქნება განსხვავებული ტიპის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისტემატურად ჩხუბობენ). საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს არ ''შეჭამენ'', მაგრამ იცხოვრებენ"ნორმალურ" დაძაბულ ვითარებაში. როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად აქვთ გვერდზე სასიყვარულო ურთერთობები, მით უფრო მყარია მათი ქორწინება.  
 მშვილდოსანი - ეს არის ისეთი კავშირი, როდესაც ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს ავსებს. მშვილდოსანი - ამაზონკაა, მონადირე, მორიელი კი იზიდავს უდიდეს ნეგატიურ ენერგიას. ხანდახან ხდება ისეც, რომ მათ ურთიერთობებში განხეთქილებაა, რომლის შემდეგადაც მშვილდოსანი იღწვის გაიქცეს რაც შეიძლება შორს, ის კი ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობებს აბამს სხვასთან. 
 თხის რქა- მორიელისათვის ძალზედ ოპტიმალური კავშირია. ეს არის ორი მდგრადი ფსიქიკისა და კარგად მოაზროვნე პარტნიორების ქორწინება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთდათმობებზეა დაფუძნებული. მოწიფულ ასაკში დაღლილი, იმედგაცრუებული და ყველაფერზე გააზრებული მორიელი მხოლოდ თხის რქასთან მშვიდდება. მან ყველა თავისი უარყოფითი პოტენციალი ცხოვრების პირველ ნახევაში დატოვა. ის უკვე მიხვდა, რომ მისი პარტნიორისადმი დამიზნებული"შავი ისრები", მას უკანვე ბუმერანგივით უბრუნდება. ის ფრთხილობს. ამასთანავე თხის რქა კარგი დიასახლისია, ამიტომაც როდესაც სახლში ნამცხვრის სურნელება ტრიალებს და ან კიდევ, როდესაც მორიელი იცვამს ახალ გარეცხილ და გაუთოებულ პერანგს, მის კმაყოფილებას საზღვარი არა აქვს და აღარ უნდა წარსულის დაბრუნება. თხის რქასთან ქორწინებაში ის სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ჰპოვებს.   
 მერწყული - ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა მორიელი რთული და ნაკლებიღბლიანია. ერთი შეხედვითაც კი ეს ურთიერთობა უაზრობაა და მათი მეგობრები ქორწინებამდე ყველანაირად ცდილობენ, რომ ამაში დაარწმუნონ. თავდაპირველად მათ ერთმანეთისადმი ლტოლვა აქვთ, დაქორწინების შემდეგ კი თავის იჩენს წვრილ-წვრილი პრობლემები. ამ ჩხუბის უკან დგას აბსოლუტურად მოულოდნელი შერიგება, რომელიც სისტემატური ხასიათისაა. ასეთი ცხოვრებისაგან ორივე იღლება. განსაკუთრებით კი მერწყული, რომელიც დიდხანს ითმენს. ქორწინება მორიელის გამო ინგრევა. 
 თევზები - მორიელისათვის ეს კავშირი კარგია ყველანაირ ურთიერთობებში, ამიტომაც ცდილობს თევზის მოპოვებას. მათი სექსუალური ურთიერთობები სამუდამოა. მაგრამ ეს კავშირი საკმაოდ საშიშია თევზებისათვის, რადგან მორიელი, როგორც ვამპირი თანდათანობით აცლის სასიცოცხლო ძალებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კავშირი მაინც კარგია ორივე პარტნიორისათვის. თევზები იქნება შესანიშნავი დედა, მცოდნე და მოქნილი დიასახლისი. მორიელს ახასიათებს ოჯახის პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობებს თან სდევს წვრილმანი პრობლემები, მათ სახლში სიმყუდროვე და დადებითი ატმოსფეროა. 

ღრიანკალო, ჩვენ ასტროლოგები  გეკითხებით:
 რა გჭირდება იმისათვის, რომ შეასუსტო წარმატებისაკენ სწრაფვა, რომელიც მარტო შენ კი არ გიტაცებს,არამედ ყველას შენს ირგვლივ მყოფთ? 
რატომ აგებ ყოველთვის, თუმც ასე უხვად ხარ დაჯილდოებული ღმერთბის მიერ? ან ასე წვრილმანი და შურისმაძიებელი რად ხარ?
  უნდა გახსოვდეს, რომ ყველა როდია შენსავით მარჯვე, არც შენსავით შესწევთ უნარი მარცხის შემდეგ ძალების აღდგენისა.  
რატომ ტრაბახობ? ჩვენ ვაღიარებთ რომ დიდი ადამიანი ხარ.
რატომ ხარ ასე გულახდილად ეგოისტური?
  

ქალწული




23 აგვისტო - 23 სექტემბერი
ზოდიაქოს 2 ნიშანი.
2 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა: მერკური
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ქალწული.
ასტროლოგიური ფერები: თეთრი, ღია ცისფერი და მწვანე.
ასტროლოგიური თვლები: აქატი, იასპი, ზურმუხტი და ტოპაზი.
ქალწული განაგებს ჰოროსკოპის მე-6 სახლს. 

მერკური, ღმერთების მარდი მსრბოლი, ქალწულსა და მარჩბივს(ტყუპებს) მართავს, მაგრამ ამ ორ ნიშანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ქალწული მიწის ნიშანია და მერკური ქალწულზე ზემოქმედებისას უფრო პრაქტიკულად იქცევა, ვიდრე მარჩბივზე, ჰაერის ნიშანზე მოქმედებისას. აქ იგი ქარაფშუტა და თავნებაა.
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.
თავის კუზენების - საჰაერო ნიშნიანი მარჩბივისაგან განსხვავებით, ქალწული ადვილად როდი გამოდის მდგომარეობიდან. იგი ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილი. ქალწულის ნიშნის ადამიანთა უმეტესობა ძლიან დამოუკიდებელია. მათ სწამთ, რომ თავის ძალებში დაჯერება და თვითპატივისცემა აძლევს ადამიანს ბედნიერებას და გონებრივ სიმშვიდეს. მათ მოქმედებაში ინტელექტუალური ინტერესები ბატონობენ. მათი სამოთხე აზროვენების სფეროში, მის იდუმალებაში და მიღწევებშია.
ერთი სიტყვა არსებობს, ამ ნიშნის ხალხს ყველაზე უკეთ რომ ახასიათებს - უტილიტარისტი. მათთვის არ არსებობს მეტად ძნელი ამოცანა, არც მცირე და უმნიშვნელო დეტალები არსებობს.
ქალწული - დაბადებით კრიტიკოსია. და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ, სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეშია და გულს ტკენს ადამიანს. ამ ნიშნის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უსიამოვნო და ტკივილის მომნიჭებელი კრიტიკა იშვიათად აღწევს მიზანს. ისინი ძნელად თუ ვინმეს შეაქებენ, ზედმეტ ქებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე ძნელი მათთვის კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. ეტყობა, მოუხდებოდათ ვარდისფერი სათვალის გაკეთება, რათა ნაკლები ცინიზმით შეხედონ ქვეყანას, თორემ მათთვის მიზანთროპობაში გადავარდნის საფრთხე არსებობს.
რადგანაც ქალწული ასეთი მწვავე ანალიტიკური შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული, მას ხვებზე მეტი ბრძოლა მოუხდება, რათა მეტი ნათელი შემატოს თავის ხასიათს. ისინი ხშირად ხდებიან ოჯახის მონებად, უმნიშვნელ დეტალებს ემსხვერპლებიან, ხოლო მთავარს ვერ ამჩნევენ ხოლმე. თავიანთ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარს თუ მოთოკავენ, ქალწულის ნიშნიანები უმაღლეს მწვერვალების მიღწევასაც შეძლებენ. მათგან გამოდიან ნიჭიერი ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დირექტორები. მთავარი საფრთხე, რომელიც წარმატების გზაზე გადაეღობება მათ, ის არის, რომ ცხოვრების სიამოვნებათაგან სიხარულის შეგრძნების უნარი შიძლება დაკარგონ. გულცივობისა და ულმობლობის საფრთხეც ემუქრებათ, მაგრამ ქალწული იშვიათად იღებს სხვისაგან დახმარებასა და სიმპატიებს ამ საფრთხისაგან თავის დასაღწევად, იმოტომ რომ თვითკონტროლის ამ ფარდის მიღმა შინაგანი ფორიაქი იმალება.
მერკური, მმართველი პლანეტაა, თავის ქვეშემრდომთ ხანგრზლივი სიცოცხლით აჯილდოვებს, ამიტომ ქალწულთა უმეტესობა ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება. ზრუნვით გამოწვეული ნაოჭები გვიან ეწვევა მათ მშვიდ სახეს.


  შემოქმედება  და კარიერა


ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები თავიანთ ანალიტიკურ უნარს სამეცნიერო მუშაობაში იყენებენ. ისინი ხშირად კარგი მკვლევარები ხდებიან ყველაზე განსხვავებულ დარგებში. დაჯილდოებულები არიან შესანიშნავი მათემატიკური ნიჭით. ფლობენ ენათმეცნიერულ ტალანტს. ქალწულის კრიტიკული გონება ხშირად პოულობს გამოხატულებას ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობაში, ფსიქოლოგიასა და სხვა დისციპლინებში, რომელიც ადამიანის ქცევის წესებს შეისწავლის.
ქალწულები ყოველთვის იღწვიან სრულყოფისაკენ: მათ აქვთ შესანიშნავი უნარი, ყოველთვის შეავსონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა მიუწვდომელი იდეალების ძებნაში. კოლექტიური მუშაობის დროს ისინი სხვეზე უკეთესად ართმევენ თავს სამუშაოს დამამთავრებელ სტადიას. რეტუშორები, კორექტორები, კონტროლიორები_ ქალწულების უსაყვარლესი პროფესიებია. ისინი ბუნებით შემოქმედნი არიან, მაგრამ ზედმიწევნითი სიზუსტე მათთვის ზოგჯერ ხელისშემშლელია დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობაში. ქალწულები ძალზე ნიჭიერნი არიან პლასტიკური ხელოვნების სფეროში, ყველაფერში რაც დაკავშირებულია ესთეტიკასთან და სილამაზესთან, მაგრამ ხშირად თრგუნავენ თავის თავში შემოქმედებისაკენ მისწრაფებას, კმაყოფილდებიან დამხმარე ოპერაციების შესრულებით.
  ასრტოლოგები ქალწულებს ურჩევენ რომ მათ გაიღრმავონ ბუნებით მოცემული შემოქმედებითი ნიჭი, უარი თქვან შემოქმდებითი ნატურების ერთგულ \" სამსახურზე\" , რომლებსაც ისინი ახარჯავენ თავიანთ ნიჭს.
  ქალწულის ნიშნით დაბადებულები არიან კარგი ადმინისტრატორები, შესანიშნავი მდივნები, ჩინებული ვექილები. ქალწულებს შორის ბევრია მათემატიკოსი, ფსიქოლოგ-კლინიცისტი, პედაგოგიკისა და აღზრდის საკითხებში კარგი მრჩეველი. გაანალიზების ნიჭი, შრომის უნარიანობა, დაკვირვებულობა, სიზუსტის სიყვარული აყალიბებს მათ საუკეთესო ასტროლოგებად.

ფსიქოსექსუალური  დახასიათება

ქალწულის ნიშნის ხალხი შედარებით ცივი და თავდაჭერილია სასიყვარულო სიამოვნებაში. საერთოდ, სიყვარულის დამათრობელ ნეტარებას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ეძლევა, ჩვეულებრივ სიჭაბუკეში. გამოცდილება კი მას ასწავლის, რომ სიჭაბუკის იდეალისტური რომანები იშვიათად უძლებენ დროის გამოცდას. სიყვარულში პირველი გაწბილების შემდეგ ქალწულთა უმეტესობა სტოიკურ, კლინიკურ დასკვნას აკეთებს სიყვარულზე: ეს არის უსარგებლო, მოდიდან გადასული მითი! გაწბილების შიში იწვევს ქალწულის სიფრთხილეს სიყვარულისა და სექსის საკითხში. მეტისმეტად კრიტიკული, ზეანალიტიკური, ზედმეტად წინდახედული ბუნების გამო ქალწული სექსს ხშირად ბუნების ანცობად თვლის, რომელიც მხოლოდ კაცთა მოდგმის შესანარჩუნებლად არის მოცემული. როცა ასეთ ნეგატიურ, განდგომილ პოზიციას ირჩევს, ქალწული სიყვარულში მხოლოდ ტკივილსა და სატანჯველს ხედავს და სიხარულსა და ბედნიერებას ვერ ამჩნევს. ქალწულები უფრო ადვილად დათმოებნ მწველ, ფიზიკურ სიახლოვეს, ვიდრე მაღალინტელექტუალურ, ხანგრძლივ ურთიერთობას. ყოველი განშორების შემდეგ ქალწული სულ უფრო ნაკლებ ცდილობს მსგავსი კავშირების ძებნას. გულის სიღრმეში თითონაც უნდა განთავისუფლდეს ასეთი მკაცრი და ცივი ურთიერთობისაგან. ამიტომ ვნებათა მორევს მისცემს ხოლმე თავს., მაგრამ საჭიროა თავის კრიტიკული ჭკუა დათრგუნოს და სხეულის ნებას აყვეს, მაგრამ მას ეს არ შეუძლია და ამის არც სურვილი აქვს.
ამგვარად, ქალწულის ზოდიაქალური ოჯახი დიად განმარტოვებულთა რიცხვში არის. როცა ქალწული მაინც ამყარებს კონტაქტს საპირისპირო სქესთან, იგი ძვირად რომ გულითადი და ვნებიანი იყოს. ეს ხალხი ძირითადად სნობები არიან, ისინი ძალიან მონდომებით და ფრთხილად ირჩევენ პარტნიორებს, რომლებთანაც ინტელექტუალურ ზონაში ექნებათ ურთიერთობა, და რომლებიც შეეგუებიან ქალწულის კლინიკურ სიმკაცრეს სიყვარულის საკითხში. ქალწულს ყველაფერი შესანიშნავად ეხერხება, სექსიც, მაგრამ როდესაც ტავისი ოსტატობის დემონსტრირებას გადაწყვეტს, ამას უფრო თავის გამოჩენისათვის აკეთებს, რომ ქება დაიმსახუროს. უნდა სხვები დაარწმუნოს, რომ მასაც შეუძლია ვნებიანობა და ადამიანურობა.
ქალწული ყველაფერს კარგად ხედავს და ამჩნევს და სამწუხაროდ არ შეუძლია ეს არ უთხრას სხვებს ისე რომ შედეგები წინასწარ გაითვალისწინოს. ქალწული იშვიათად ცრუობს, თავისთავს კი არასოდეს ატყუებს.

 უარყოფითი თვისებები


ქალწულის ნიშნები, ადამიანთა ამოცნობის კარგი უნარის მიუხედავად, ინტელექტუალურ სნობებად არ უნდა იქცნენ. მმართველი პლანეტა მერკური ანალიტიკური უნარით აჯილდოვებს მათ, მაგრამ მეტისმეტად კრიტიკული არ უნდა გახდნენ ადამიანების მიმართ. ყველა ვერ იტანს მათ მწვავე კრიტიკას. ქალწული ხშირად დიდი გატაცებით ებმება სამუშაოში. ამის გამო მათ შეიძლებადაავიწყდეთ ოჯახი, მეგობრები და გართობა, რაც ფიზიკურად და გონებრივად ანადგურებს მათ.
ქალწული აღტაცებას იწვევს სრულყოფილებისაკენ დაუღალავი სწრაფვისათვის, მაგრამ მან ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს წვრილმანებს და უფრო მთავარ საქმეებს მიხედოს. ამ ნიშნის ქალები ხშრად პროფესიული ბუზღნები ხდებიან. ქალებსაც და კაცებსაც არგებდა მეტი თანაგრძნობა და მოთმინება გამოეჩინათ სხვების მიმართ, არ აწყენდათ ზოგჯერ სხვები შეექოთ და დაეფასებინათ. რა თქმა უნდა, ქალწული ვერ დაამცირებს ნიჭიერ ღრიანკალს, ანდა მოხერხებულ მარჩბივს, რომელთა მმართველი პლანეტა - ასევე მერკურია.

დადებითი  თვისებები

ახლა ქათინაურიც უთხრათ ჩვენს ქალწულს, მით უმეტეს, რომ ვიცით თავმდაბლურად მიიღებს მას. აღფრთოვანების ღირსი მრავალი თვისებაც გააჩნია. ლოგიკურია, თანმიმდევრული და მგრძნობიარე, მაგრამ უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციური; პრაქტიკული, ვიდრე სენტიმენტალური, მას დიდი პასუხისმგებლობის აღების უნარიც შესწევს. ამ ნიშანმა გამოჩენილი ანალიტიკოსი მწერლები და გამჭრიახი კრიტიკოსები მოგვცა. ქალწული დაუღალავად ზრუნავს სხვისთვის. გამომგონებლის ტვინი აქს. თავისი გენიალური უნარით მას შეუძლია გამოიგონოს რთული სისტემები და ძნელი პრობლემები გადაჭრას. მეგობრებთან ურთიერთობაში იგი ქების მოყვარული როდია, არც ძალიან თანამგრძნობია და გულითადი, მაგრამ მტკიცეა, თანმიმდევრული და გულწრფელი რჩევების მომცემი. მერკურის შვილები საინტერესო და მრავალმხრივი შეიძლება იყვენე, თუმც განწყობილება ცავალებადი აქვთ ხან მხურვალე არიან, ხან - ცივი, მათი საქციელის წინასწარმეყველობა ყოველთვის როდი შეიძლება. ქალწულის ნიშნიანები არც ისე გულღია ხალხია, მაგრამ იმდენი ჭკუა კი აქვთ, რომ იცოდნენ, რა დასაფასებელი თვისებაა ეს და როგორ შველის მოთენთვას, მოსვენებას, თვითრწმენით აღჭურვას. მათ უყოყმანოდ უნდა გაუხსნან გული მოყვასთ, მოაწყონ წვეულებები და ა.შ.

 შესაფერისი  პარტნიორები 
აცი-ქალწული

ქალი:

ვერძი 
- ეს კავშირი წარმოუდგენლად რთულია. ის შესაძლებელია მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ეს ქორწინება გრძელდება დიდხანს და ინგრევა მხოლოდ და მხოლოდ ვერძის ინიციატივით, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ მოუტეხიათ <<რქები>>. რის შემდეგაც იგი არ მოისურვეს თავისი წარსულის გახსენებას. მოგონებებისას მათ ახასიათებთ ქალწულისადმი საოცრად დიდი სიძულვილი.

კურო - ეს არის ორი ერთნაირი ბუნების მქონე პარტნიორების კავშირი. სექსუალურ ურთიერთობებში კურო იქნება დაუკმაყოფილებელი, თუმცა დასაწყისში ამას ქმრისგან მალავს. დაგროვილი წყენის მიუხედავად უჭირს ურთიერთობების დანგრევა. სავსებით შესაძლებებლია, რომ ასეთი ქორწინება ბოლომდე შენარჩუნდეს.
ტყუპები - ეს კავშირი წარმოუდგენელია და ხშირად ახალგაზრდებში ხდება ექსპერიმენტის სახით. ეს ქორწინება შეიძლება მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ტყუპები ღიზიანდება ქალწულის დაწვრილმანებით. ქალწულს სურს ხედავდეს მას სამზარეულოს ქურასთან და ვერ იტანს, როდესაც სადმე მიდის, ან ღმერთმა დაიფაროს თუ კი ფლირტს აბამს ვინმესთან. მაგრამ თავმომწონე ტყუპებს ყოველთვის სურთ ვიღაცას მოსწონდეს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებიც ასევე ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ამ სფეროშიც შეიცნონ თავიანთი შესაძლებლობები. 
  კირჩხიბი - ეს მყარი კავშირი სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს საკმაოდ ღლის ქალწულის თვითდაჯერებულობა. ქალწულის სიფხიზლე და მგრძნობიარე, ფლეგმატიური კირჩხიბის ასეთი თანხვედრა ეყრდნობა\"დამალობანას კირჩხიბი - ეს მყარი კავშირი სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს საკმაოდ ღლის ქალწულის თვითდაჯერებულობა. ქალწულის სიფხიზლე და მგრძნობიარე, ფლეგმატიური კირჩხიბის ასეთი თანხვედრა ეყრდნობა
ლომი - ეს კავშირი შესაძლებელია ლომის ხანდაზმულობის ასაკში. ახალგაზრდა ლომი ისეთი ამაყი და ამპარტავანია, რომ არც კი შეხედავს ქალწულს, რადგან ეს მისი იდეალი არ არის. მათ ქორწინებაში უამრავი კომფლიქტი და უთანხმოებაა. სექსში ურთერთთანხვედრა არა აქვთ.
ქალწული - ბრწყინვალე კავშირია. ეს არის იმ მრავალთაგანს შორის ერთ-ერთი წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს და შესანიშნავად ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ ერთმანეთზე ზრუნვით, საერთო პრობლემებით და ამასთანავე ერთნაირად ფიქრობენ კიდეც. ერთმანეთს აკმაყოფილებენ და ავსებენ ყველა სფეროში.

სასწორი - ეს კავშირი საკმაოდ არასტაბილურია. ქალწულს მოსწონს სასწორი, მაგრამ ის მასში აფასებს საზოგადოებაში მოქცევის ცოდნას. ის კარგად ხედავს, თუ ვისთან აქვს საქმე და მისი გარდაქმნის იმედს არ კარგავს. ამასთანავე ისინი თავს კარგად გრძნობენ სექსუალურ ურთიერთობებში, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია ქორწინების სიმტკიცისათვის.

მორიელი - 
კარგი კავშირი და კარგი ქორწინებაა. მორიელი - ქალწულისათვის შესაფერისი ერთადაერთი ქალია. მორიელი - ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ძალუძს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქალწულის შენარჩუნება. ასეთი კავშირია წარმატებულია, როგორც მეგობრობისათვის, ასევე ქორწინებისათვის.

მშვილდოსანი -
მათი ქორწინება წარუმატებელია. დინამიურ მშვილდოსანს ყველაფერი ერთად უნდა, სწრაფად და ბევრი... ქალწულს ეს აღიზიანებს. იგი თავისი შიშებით ცოტათითაც კმაყოფილია. ქორწინება შეიძლება დაინგრეს აქტიური მშვილდოსნის არაგონიერი მოთხოვნებით, რომლის შემდეგაც იგი ანგრევს ოჯახს და ბავშვებიც კი ვერ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

თხის რქა -
ეს კავშირი უცნაური, მოსაწყენია, მაგრამ ხშირად ხდება. მომთმენი და ჩაკეტილი ბუნების მქონე თხის რქა არ აძლევს საშუალებას ქალწულს უთხრას, რომ ის არ მოსწონს. თითოეული მათგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან უფრო დაწყნარებულნი არიან. ასეთ ოჯახში დიდი სიცარიელეა, მაგრამ არა დაძაბულობა. ამასთანავე, როგორც წესი ქალწულს იშვიათად ახასიათებს სასიყვარულო რომანები, თანაც თუ მეუღლე თხის რქაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად შეეფერებიან ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, თუნდაც სექსუალურ ურთიერთობებში, მათი ქორწინება იშვიათად ინგრევა.
მერწყული - ასეთი ქორწინება, საბედნიეროდ იშვიათად ხდება. უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ დაუკავშირებდნენ ისინი ერთმანეთს ბედს. თავისუფლების მოყვარული მერწყული ვერ იტანს ქალწულის უხეშ ჩარევას ოჯახურ საქმიანობებში. ის იმდენად წვრილმანდება, რომ ცხვირს ყოფს წვრილმანებში, როგორიცაა დროულად რეცხვა, ღილის დაკერება და ასევე სამზარეულოს საქმეები. საათობით შეუძლია იჯდეს სამზარეულოში და უთვალთვალოს, თუ როგორ რეცხავს და ასუფთავებს ხილს, სისტემატურად აძლევს რჩევებს, ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლების მოყვარულ მერწყულს ეს ყველაფერი მალე ბეზრდება. ეს ქორწინება განწირულია და როგორც წესი მალე ინგრევა.

თევზები - 
ქალწულისათვის ძალზედ რთული კავშირია. ქალწული ყოველთვის მკაცრად რეაგირებს თევზებზე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, თამაშობს მოსიყვარულე პარტნიორის როლს და შეიძლება გახდეს სენტიმენტალური. მათ ახასიათებთ გემოვნებებისა და შეხედულებების ურთიერთგანსჯა, რაც მათში გაღიაზიანებას გამოიწვევს. ერთადერთი რაც მათ კავშირს გადაარჩენს, ეს ბავშვებზე ზრუნვაა. მხოლოდ ქალწული შეასწავლით თევზებს იყვნენ ქალურნი, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ შეეცდება, რომ ის იყოს მეტად მგრძნობიარე.

ქალწულო, ჩვენ ასტროლოგები  გეკითხებით

  იცი, თუ არა რომ მოსაწყენი გახდები, თუ ყოვლისმცოდნედ მოაჩვენებ ხალხს თავს?
როდის მიხვდები, რომ წვრილმან ნაკლოვანებებს არ უნდა მიაქციო ყურადღება? თუ ამას ვერ ახერხებ, ხმამაღლა მაინც ნუ გამოთქვამ შენს აზრს!
  დაბოლოს, რად მოგანიჭეს მნათობებმა დისციპლინის ამოდენა უნარი, თუ სამუშაოს მხოლოდ პროცესი გაინტერესებს და არა საბოლოო შედეგი? 

ტყუპები





21 მაისი - 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი. 
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა - მერკური.
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ყტუპები.
ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.
მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს. 

     მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი  სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით\" მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე. მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი\"  ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.  
მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ,  შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.  მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება. დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა  მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.  
  ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია.  ესაა, აგრეთვე „გაორებული\" პიროვნების კლასიკური ტიპი. 

 შემოქმედება  და კარიერა
 ტყუპები ყველაზე საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. მათ ყველაფერი იციან რაც ქვეყნად ხდება, მაგრამ ზერელედ; თუმცა შეუძლიათ მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომა და თხრობის გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ. ტყუპებს ძალუძთ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად ითვისებენ რომელიმე მათგანს საფუძვლიანად. შემოქმედების ყოველი სახეობა, დაკავშირებული კალამთან და ქაღალდთან , მათთვის უდიდესი სიამოვნების მომტანია. მუსიკა და ლიტერატურული მოღვაწეობა ამ თუ იმ დარგში_ეს არის ტყუპების კარიერისთვის საუკეთესო საშუალება. ლიტერატურულ საქმიანობაში ისინი გასაქანს აძლევენ თავიანთ წარმოსახვას. მათ შესწევთ უნარი ერთდროულად ორ პროექტზე იმუშაონ და ორივეს თანაბარი წარმატებით გაართვან თავი. 

ფსიქოსექსუალური  დახასიათება
 მერკური - მზესთან ყველაზე ახლოს განლაგებული პლანეტაა. იგი მზის ირგვლივ სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ არის მიქცეული და მუდმივად გავარვარებულია, მაშინ როცა, მეორე ვერასოდეს ხედავს მზეს და მუდმივად გაყინულია. სითბოსა და სიცივის ეს უკიდურესობები მჟღავნდება ტყუპების ცვალებად და ორმაგ სექსუალურ საქციელში. ტყუპების უარყოფით ტიპებში გვხვდებიან ექსპერიმენტატორები, სატირები - მამაკაცთა შორის, ქალებში - ნიმფომანიით შეპყრობილნი, აგრეთვე, ექსჰიბიციონისტები, ფეტიშისტები, ჰომოსექსუალისტები და გაუკუღმათებულები.  დადებით ტიპებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც დებენ აღთქმას არ დაქორწინდნენ. ისინი პირად სიკეთეზე უარს ამბობენ. ამ ნიშანზე დაბადებულთა შორის არიან მხატვრები, პოეტები, ესთეტები, მეცნიერები, საერთოდ მაღალი ზნეობის ადამიანები. საერთოდ ვნებები იმდენად არის დაკავშირებული მათ გონებრივ პროცესებთან, რომ განწყობა, მოწყენა თუ ინტერესი განსაზღვრავს მათ სქესობრივ ურთიერთობებს. აქ შეგხვდება ისეთი ახირებული ტიპი, რომელიც ჯერ უარყოფს ყოველგვარ საზოგადოებრივ პირობითობას და ჰიპებს მიკედლებული, მათ თემურ ცხოვრებას აღიარებს, შემდეგ კი უარყოფს ამ ცხოვრებასაც. ასტროლოგებს რომ ნება ჰქონდეთ სხვა სიმბოლო მიეცათ ამ ნიშნისათვის, ისინი ქამელეონს შესთავაზებდნენ, რომელიც შენიღბვისა და თავდაცვისათვის გაუთავებლად იცვლის ფერს.  განთავისუფლებული მარჩვიბი სქესობრივი აქტის ყველა სახეობას გასინჯავს ერთხელ მაინც, მას არაფერი ეთაკილება, რადგან მერკური დამწერლობის მეურვეა, ტყუპები ხშირად დღიურში იწერს თავის სექსუალური მოღწევების ამბებს, სადაც პარტნიორების ღირსებებს და ნაკლოვანებებს აღწერს. ტყუპები არც ისე აგრესიულია. სიამოვნება ყველაფერში, მათ შორის სექსშიც, მეორეხარისხოვანია მათთვის. 

  უარყოფითი  თვისებები
 მარჩბივმა (ტყუპებმა) უნდა დაძლიოს ისეთი გრძნობები, როგირიცაა არაორგანიზებულობა, უგულისყურობა, ენერგიისა და ინტერესების დაფანტვა, საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა.  მარჩბივს გონებრივი გამოფიტვის საფრთხე აქვს, ამიტომ იგი არარეგულირებულ ცხოვრებას უნდა ერიდოს. მისი ტვინი დღედაღამ მუშაობას ესწრაფვის, მაგრამ მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, დაისვენოს, მარჩბივი ნეგატივიზმსაც უნდა შეებრძოლოს.  მარჩბივმა გაორების გადასალახავად, შესაძლოა ერთდროულად ორი საქმე აკეთოს, მაგრამ ერთს უსათუოდ უპირატესობა უნდა მიანიჭოს. მარჩბივმა უნდა აიძულოს თავი, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოს მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების მიმართ. გაჭიანურება განმუხტავს მარჩბივს, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ცოტა თუ ვინმეა ისეთი სწრაფი და მარდი, როგორც მერკურის შვილები. მათ მოთმინება უნდა გამოიმუშავონ. მარჩბივს ყველაფერში ზომიერების გრძნობაც უნდა ახსოვდეს. 

დადებითი  თვისებები
 სხვა ნიშნის ხალხი უფრო იოლი გზით შეიძლება მოქმედებდეს, უფრო მოხდენილადაც, მაგრამ არვის ძალუძს უფრო წარმატებით მოქმედება. გამჭრიახი გონების წყალობით, მას შეუძლია საგნის ორივე მხარე დაინახოს, რაც დიდად უწყობს ხელს მის მისწრაფებებს. მარჩბივის შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ეს ნიშანი იძლევა შესანიშნავ მწერლებს, რედაქტორებს, პუბლიცისტებს, ტიპოგრაფებსა და ვაჭრებს. მერკური ასევე სწყალობს მასწავლებლებს, ბუღალტრებს და მთარგმნელებს. ამ ნიშანზე დაბადეული მამაკაცები შესანიშნავი ადვოკატები, ბანკირები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორატორები ხდებიან. მარჩბივი ქალები კარგი დიასახლისები არიან, ცდილობენ მუდამ ერკვეოდნენ იმ თემებში, სტუმრებს რომ დააინტერესებს. სამზარეულოში მუდამ აქვთ თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც დროსაც აზოგვინებს და სტუმრებისთვის გემრიელი კერძების დამზადებაშიც ხელს შეუწყობს. 
    
შესაფერისი  პარტნიორები
 კაცი-ტყუპები 
 ქალი:  
 ვერძი - დასაწყისში მათი ურთიერთობა მიმდინარეობს, როგორც მგზნებარე რომანი. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მშვენიერია, ხოლო მოგვიანებით თავს იჩენს ინტერესების დიდი სხვადასხვაობა. ქორწინებაშიც ასეა, ახასიათებთ ბედნიერი დასაწყისი, რის შემდეგადაც სწრაფად ინგრევა ყველაფერი. 
 კურო - ასეთი კავშირი შეიძლება შედგეს, მაგრამ მათი მიდგომა სექსისადმი სხვადასხვაა. კუროს სჭირდება აქტიურობა, რომელიც ტყუპებს არ მოსწონს. 
 ტყუპები - ძალიან იშვიათი კავშირია, თუმცა შესაძლებელია არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში მათი ერთად ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კავშირი ფიქტიურია ან ნაწილობრივ ფიქტიურია. მათ შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს 2-3 დღე და ასევე 2-3 წლის შემდეგაც 
 კირჩხიბი - მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელია მათ შორის კავშირი, ეს ქორწინება ძალიან ტიპიურია და აგებულია მუდმივ ტყუილებზე. განსხვავებული გულის მქონე ადამიანთა კავშირია. 
 ლომი - ეს კავშირი წარმატებულია ტყუპებისათვის. ლომს ის ეყოლება სიშორეზე და ამასთანავე უთვალთვალებს მას, რომ შორს არ გაექცეს. ასეთი კავშირის დროს დამახასიათებელია სექსუალურად ურთიერთმიზიდვა, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან მტკიცდება.  
 ქალწული - ერთ-ერთი ცუდი და წარუმატებელი კავშირი. მათ ურთიერთობებს ემოციები აკლია და ორივე მიისწრაფვის უფრო მგრძნობიარე პარტნიორებისაკენ, ვიდრე თვითონ ისინი არიან. 
 სასწორი - ტიპიური კავშირია და იღბლიანია, სასწორი - ერთადერთი ქალია, რომლის წინაშეც ტყუპები მუხლს მოიდრეკს და რომელიც ქალის ეტალონად მიაჩნია. ქორწინებამდე პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივებულია. სექსში შეთავსებადობა ძალიან კარგია, ხოლო ტყუპების ღალატი ზიანს არ მიაყენებენ მის ოჯახს, სახლს და მეუღლეს. 
 მორიელი - ეს კავშირი რთულია და საკმაოდ იშვიათად ხდება. დასჭირდება ტყუპების წარმოუდგენელი დიპლომატიურობა და ცოდნა იმისა, რომ მუდამ იყოს მართალი, რათა გაუძლოს მორიელის ეჭვიანობას. ეს კავშირი მყარი მხოლოდ სექსით იქნება. 
 მშვილდოსანი - წარმოუდგენელი, უტვინო კავშირი. ასეთ კავშირებზე ავანტიურისტები მიდიან (ეს ხშირად ხდება) ან ადამიანები, რომლებსაც უდიდესი სულიერი სამყარო აქვთ (ძალიან იშვიათია). ასეთი ქორწინებები ჩვეულებრივ მოწიფულ ასაკში ხდება. ურთიერთობა ყოველთვის განახლებას საჭიროებს (მოგზაურობა, სტუმრიანობა, საღამოები და სხვა). 
 თხის რქა - იშვიათი კავშირი.ა თხის რქას ტყუპები არასაიმედო და ინფანტილურ ადამიანებად წარმოუდგენია. ასეთი პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და ძალიან რთულად ეწყობიან ერთმანეთს. თუ კი ასეთი ქორწინება მაინც შედგება, მაშინ თხის რქა ისე მოექცევა ტყუპებს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. 
 მერწყული - ეს კავშირი კარგია და საიმედო. ის მეგობრული ქორწინება იქნება. პარტნიორებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ მერწყული ტყუპებს ღალატს არასდროს აპატიებს. ამიტომ მერწყული, რომელიც ქორწინებას ძალიან უფრთხილდება, მოუხდება ცოტა თავშეკავება. ეს კავშირი მათ ხელს უწყობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი ურთიერთობა ძალზედ საინტერესოა. ერთად მყოფნი არასდროს იწყენენ. 
 თევზები - მათ შორის კავშირი ძალიან რთულია. პარტნიორებს შორის ცოტაა საერთო, სამაგიეროდ მრავლადაა ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები. ისინი ძნელად უგებენ ერთმანეთს. ის რაც ტყუპებს მიაჩნიათ უმნიშვნელო პრობლემად, თევზებისათვის გადაუჭრელი საკითხია. მათი პირადი ცხოვრების რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა. საეჭვოა ქორწინებამ მათ ბედნიერება მოუტანოს, აუცილებელი არ არის ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, შესაძლებელია მხოლოდ საყვარლები იყვნენ. 

 მარჩბივო, ჩვენ ასტროლოგები  გეკითხებით: 
 იცით, თუ არა, რომ თქვენ ერთადერთი ნიშანი როდი ხართ, რომელიც გონებრივად არის განვითარებული? 
გესმით, თუ არა, რომ თქვენი აღზევება და დიდება ისევე მობეზრდებათ სხვებს, როგორც თქვენ გბეზრდებათ მათი, ვითომ შაბლონური ცხოვრება?
იცით, თუ არა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა დაინახავს სიცარიელეს თქვენი უპირატესობის ფარდის მიღმა, თუ სტაბილურობას არ მიაღწევთ და რაიმეს არ შექმნით?
და ბოლოს რად გიბოძს ვარსკვლავებმა ეგ აღმატებული ინტელექტი, თუ წვრილმანებზე და ზერელობაზე გინდათ ფლანგოთ იგი?

სასწორი




24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი
ზოდიაქოს 7 ნიშანი.
3-მე ძირითადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა - ვენერა.
ბედნიერი რიცხვები: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: სასწორი.
ასტროლოგიური ფერები: მუქი ცისფერი, მეწამული, ზღვისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, ოპალი, მარგალიტი და ბერილი.
სასწორი განაგებს ჰოროსკოპის მეშვიდე სახლს.

     ყველა ადმიანი ეძებს ვენერას, სიყვარულის ქალღმერთს, სიყვარლის განმგებელ პლანეტას, მაგრამ სასწორის ნიშანი ხომ მისი მფლობელია, ასე არ არის? ვინ იტყვის? აკი სასწორს, მისი სიმბოლოსი არ იყოს, ბევრი რყევა აქვს „ზევით-ქვევით\" პირად ცხოვრებაში. მათი პიროვნება ნათელია და ინტელექტუალური, იმიტომ რომ იგი ჰაერის ნიშანია. მათი მომხიბლაობა უსაზღვროა, მათი ღიმილი - მოუგერიებელი. სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია. ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.  ინტუიციური უნარი და სილამაზის ესთეტიკური შეგრძნება სასწორის ნიშნიანებში მრავალ გამოჩენილ მხატვარს, პოეტს, მწერალს, კომპოზიტორს, მომღერალს, მსახიობს წარმოშობს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძვირფასი თვისებები მას ყველაზე ბედნიერ ასტროლოგიურ ნიშნად აქცევს. მართლაც, სასწორის ნიშანზე დაბადებულნი ასე არიან, მაგრამ ეს იმაზეც არის დამოკიდებული, იპოვნიან თუ არა ისინი ცხოვრების ნამდვილ სულიერ მოკავშირეს. ეს მათი ვალია. სრულიად შეუძლებელია სასწორზე მხოლობით რიცხვში იფიქრო. მთელი მათი სამომავლო განზრახვებია ხვებისთვის სამსახურის გაწევა ცხოვრების ყველა სფეროში. მაშ ასე, სასწორის ნიშნიანები სიყვარულის მაძიებელნი არიან, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაგალითად მშვილდოსნის და ღრიანკალის ნიშნები.  სასწორი, კაცმა რომ თქვას მუდამ იმ საოცარი საღამოს იმედით არის, როცა იგი უცნობის სიცილს გაიგონებს, რომელიც შემდგომ მისი სულიერი მოკავშირე გახდება და მის ცხოვრებას შეავსებს. მაგრამ ამ თვისებათა მიუხედავად, სასწორი სუსტ მოწინააღმდეგედ როდი ჩაითვლება. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია, თუმც ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავს. სასწორი დიდად აფასებს ადმიანებს. მისი სურვილი სხვების გაბედნიერებისა, ისე შორს მიდს, რომ ხშირად სასწორი ხვას ასიამოვნებს თავისი უსიამოვნების ხარჯზე. თუმც იგი სუსტნებისყოფიანი როდია და, თუ დაინახა, რომ მისი თავაზიანი ბუნება შელახულია აჯანყდება კიდეც.  სასწორი ხშირად განხეთქილებაშია გარემომცველ სინამდვილესა და რეალობასთან, რადგანაც საკუთარ თავს სავსებით აიგივებს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ყველაფერს იღონებს, ოღონდ ისეთ ხალხთან არ ჰქონდეს კონტაქტი, რომელიც ეთიკისა და კარგი ტონის კანონებს არღვევს. თუმც სასწორი გონებრივად კარგად არის აღჭურვილი, არაპრაქტიკულობის იერი მაინც დაჰკრავს. სასწორს ხშირად უდგება ფუქსავატობის პერიოდი, როცა ცხოვრების ჭორებს მიჰყვება და არაფერზე არ ზრუნავს, შემდეგ კი ეს სანანებლად უხდება; რადგანაც მიწიერ სამუშაოებს გაურბის, სასწორი ხშირად უმუშევართა შორის აღმოჩნდება ხოლმე. უფრო ბრძნულად უნდა მოიქცეს და სპეციალურ ოსტატობას მისდიოს, უმჯობესია ხელოვნების სფეროში, რათა მუდამ ჰქონდეს სამუშაო. ეს არის ერთადერთი გზა მათი ფინანსური და ესთეტიკური მოთხოვნების წონასწორობის მიღწევისათვის.  პლაეტა ვენერას ასტროლოგები „ნაკლებ იღბლიანად\" თვლიან, „უფრო იღბლიან\" იუპიტერთან შედარებით. სასწორმა პრაქტიკულობა უნდა გამოიმუშაოს, რათა მითი ზეციური მეურვის ნაწყალობევი ნაყოფი მოიმკას. დღევანდელ მკაცრ, კომერციულ სამყაროში სასწორს თავისი უპირატესობა აქვს. მისი ნიშანი განაგებს სფეროს სიყვარულისას, სილამაზისას და იდეალიზმისას.    

შემოქმედება  და კარიერა 
 სასწორის შვილები შემოქმედებითი ნატურები არიან. მათ ყველა პროფესიულ თუ არაპროფესიულ საქმიანობაში იგრძნობა სილამაზისაკენ სწრაფვა, დახვეწილი გემოვნება, პროპორციისა და ფერთა ჰარმონიის გრძნობა სხვა ნიშნით დაბადებულებთან შედარებით, ამ ადამიანებს უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. ფერწერა, სკულპტურა, დიზაინი, ტანსაცმლის მოდელირება, კოსმეტიკა და საპარიკმახერო საქმე_ ეს არის ის სფერო რომელშიც თავს იჩენს მათი ნიჭი. მათ ახასიათებთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომელშიც მათ შეუძლიათ გამოიჩინონ პროპორციის შეუცდომელი შეგრძნება და ამ ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელი შინაგანი სწრაფვა ჰარმონიისაკენ. სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან მომხიბლავები, ენამახვილები, ამიტომ ისინი საზოგადოებაში ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში.მაგრამ მათმა ენამახვილობამ სერიოზულ საქმეში შეიძლება დიდი დაბრკოლებები გამოიწვიოს. მათთვის მეტად ძნელია საზოგადოების მაღალ წრესთან ურთიერთობის სიამოვნებაზე უარის თქმა იმიტომ , რომ ამით ამდიდრებენ შემოქმედებით შთაგონებას. ისინი დიდ წარმატებას აღწევენ მაშინ, როდესაც მათ ზურგს უკან დგას ადამიანი, რომელიც მათ მაგივრად იღებს ყველა კარდინალურ გადაწყვეტილებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ თუ უნდათ მიაღწიონ წარმატებებს, უწინარეს ყოვლისა თავი დაანებონ სხვისი საქმეების კეთებას, თუნდაც ისინი ამაში თავიანთ ალტრუიზმს ავლენდნენ და მთელი თავისი ძალები მოახმარონ თავიანთი პროექტების განხორციელებას. 

ფსიქოსექსუალური  დახასიათება
 სასწორის ნიშნიანები თავიანთ რჩეეულებს ექცევიან არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. მოფერება და ფიზიკური სიახლოვე თანდათანობით ნერვებს უშლის სასწორს. ეს სიყვარულის ღმერთები და ქალღმერთები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ლამაზნი, მომხიბლავნი და მომაჯადოებელინი იყვნენ, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს პოულობენ, ვისაც ეძებდნენ, მათ აღტაცებული ვარდისფერი პერიოდი უდგებათ და მაშინ მართლაც შეიძლება ირწმუნო, რომ სასწორის ნიშნის ხალხი სიყვარულის პლანეტის  -ვენერას მრევლია. მაგრამ ოცნება სხვაა, რეალობა-სხვა. სასწორი მალე იღლება სატრფოსთან ურთიერთობის ფიზიკური ასპექტით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სექსი არ აინტერესებთ. უბრალოდ, ისინი მეტისმეტად არიან გატაცებულნი სიყვარულის სულიერი მხარით და სიყვარულის ფიზიკური მხარე გულის სიღრმეში უხეშად და არაესთეტიურად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა ისინიც ადამიანები არიან და როცა ციდან დაეშვებიან, მათაც სჭირდებათ სექსი, მაგრამ მათმა პარტნიორებმა უნდა მოიცადონ, სანამ მათგან ნიშანს მიიღებენ ამ ნიშნის ქალებს საძრახისად არ მიაჩნიათ მეძავის როლი, თუ მათ ბლომად ფულს სთავაზობენ და უქმნიან ჰარმონიულ გარემოს, რაც დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარებათ .ასეთი თავისუფლების მოყვარული ქალები სულიერად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით კმაყოფილდებიან. ისინი შიშით ელოდებიან იმ მომენტს, როცა მათ შემნახველს სამაგიერო სამსახური უნდა გაუწიონ. რაც შეეხება სასწორის ნიშნის მამაკაცებს- მათი მამაკაცური გარეგნობა ჰომოსექსუალურ სურვილებს ნიღბავს. ეს ნიშანი ჰომოსექსუალისტების დიდ პროცენტს იძლევა.

უარყოფითი  მთვისებები
 სასწორი ისე მონდომებულია სხვას აამოს, თანხმობის ატმოსფერო შექმნას, ისე შორს შეტოპავს ხოლმე ამ მიმართულებით, რომ ხშირად თავის ინდივიდუალობას ჰკარგავს. ამავე დროს, უნდა ეცადოს უფრო პრაქტიკული გახდეს, შემოქმედებითი იდეები განახორციელოს და მხოლოდ ოცნებებს არ დასჯერდეს. ცოლქმრობაში სექსუალური მხარის სიხარულით მიღებაც უნდა ისწავლოს. არ გამოადგებათ უპასუხონ იმ ხალხის სიყვარულსა და მოთხოვნებს, რომლებიც მათი ღირსნი არ არიან, თუნდაც ჰარმონიულ პიროვნებებად მოეჩვენოთ ისინი, უნდა ერიდონ თავიანთი იდეალიზმის დანერგვას და თვიანთი იდეალიზმის შარიანობად გადაქცევას. 

დადებითი  თვისებები
   სასწორი ძალიან სინდისიერი, გულწრფელი და ყურადღებიანი ნიშანია. მას ესთეტიკური ფასეულობის შეცნობის დიდი გრძნობა გააჩნია. ასევე, სასწორი მოქცევაში ძალიან გონიერია. სასწორის ნიშნიანებმა ერთგული, ხანგრძივი მეგობრობა იციან; მათგან გამოდიან შესანიშნავი პრფესიული მმართველები. სასწორის მეგობრობა გულიდან მოდის და არა ფიზიკური მოთხოვნილებებიდან. ამ ნიშნის ქალები კარგად ეწყობიან ქმრების მოთხოვნებს. ამ უნარის წყალობით, მართალია, დიდ გავლენას ვერ ახდენენ მამაკაცებზე, მაგრამ მათი გავლენა სასიამოვნოა და მიმზიდველი. ამ ნიშნის მამაკაცები, თუმც ოჯახში დოვლათის შემოტანით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰარმონიისა და თანხმობის ატმოსფეროს კი ქმნიან და კარგი მამები არიან. სასწორი ნამდვილი რომანტიკოსია! სასწორი ნამდვილი პოეტია! უმთავრესი სიტყვა სასწორისთვის არის ჰარმონია!   

შესაფერისი პარტნიორები
 კაცი-სასწორი 
 ქალი: 
 ვერძი - ეს კავშირი საკმაოდ ხშირია, მაგრამ არასახარბიელო. ერთი (სასწორი) მშვიდობის მოყვარეა, ხოლო მეორე კი (ვერძი) - დინამიური თვითგამოხატვის მქონეა. მაღალი გრძნობების ადამიანებს შორის ეს კავშირი დიდხანს გრძელდება, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში კი სწრაფად ვლინდება ინტერესების შეუთავსებლობა. მაგრამ სასწორისათვის მაინც ყველაზე მისაღები კავშირია.  
 კურო - ეს კავშირი გაცილებით მყარია, როდესაც სასწორი ქალია, ხოლო კურო კი კაცი. სექსუალურ ურთიერთობებში მათ შეუძლიათ ერთმანეთისათვის შექმნან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება. ეს კავშირი იარსებებს, თუ კი იქნება მშვიდობა, სიწყნარე და სიმყუდროვე. 
 ტყუპები - ეს კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხევევაში, როდესაც კაცი ტყუპებია, ხოლო ქალი კი - სასწორი. ამ კავშირს აერთიანებს ორი მონათესავე სული და მათი მეგობრობა - სიყვარული ერთ ნოტაზე გრძელდება დიდი ხნის მანძილზე. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი შესაფერისი წყვილია. 
 კირჩხიბი - ეს კავშირი ძალზედ რთულია დიდი შინაგანი უთანხმოებებით. სათუთ და მგრძნობიარე კირჩხიბს აღიზიანებს მკაცრად შემფასებელი და ძალზედ გაწონასწორებული სასწორი. მას კი არ მოსწონს კირჩხიბის უკმაყოფილება. მან ეს შეიძლება აშკარად არ გამოხატოს, მაგრამ არსებული ნაპრალი მაინც შეიმჩნევა. ამასთანავე პატიოსან სასწორს არ უყვარს მატყუარა კირჩხიბი. 
 ლომი - კავშირი უფრო წარუმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი - ლომია, ხოლო ქალი კი - სასწორი. სასწორები მიილტვიან ბრწყინვალებისაკენ, რაშიც ლომი თან ჰყვება. სექსუალურ ურთიერთბებშიც ურთიერთშეთავსებადია. მაშინაც კი, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდება და სასიყვარულო კავშირი მათთვის საინტერესო აღარ იქნება, ურთიერთმეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდება.  
 ქალწული - ეს კავშირი რთულია სასწორისთვის, თუმცა სახლში სიმყუდროვე, სილამაზე და სიმშვიდეა. მაგრამ ეს მხოლოდ ბრწყინვალებისა და რესპექტაბელურობის გამოხატვაა. ყოველივე ამის უკან იმალება სისტემატური წვრილმანი კამათი უწესრიგობის გამო, რომელსაც ქალწულის აზრით სასწორი ქმნის. ამის გამო ურთიერთობები მალე ირღვევა. 
 სასწორი - კავშირი ძალზედ რთულია. ეს არის ორი ერთნაირი და ურთიერთგაგების მქონე ნიშნების თანხვედრა. ისინი ერთმანეთს ისე ხედავენ, როგორ სარკეში და რასაც გასცემენ, იმას იღებენ. სასწორებს მუდამ ესაჭიროებათ საიმედო საყრდენი, რაც არ გააჩნიათ. სექსუალურ ურთიერთობაში კავშირი უიღბლოა, რადგან ორივე გულცივია ერთმანეთისადმი. გაყრის შემთხვევაშიც კი ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. 
 მორიელი - კავშირი საკმაოდ რთულია, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო. და როდესაც ცოტა ხნით დამშვიდდებიან, ისინი თითქოსდა იკრებენ ძალას ხელახალი ჩხუბის დაწყებისათვის. სასწორები პირიქით, ცდილობენ საზოგადოებაში წარმოჩინდნენ მხიარულ და უზრუნველ პიროვნებებად. მაგრამ გულში აქვთ - სევდა, სიცარიელე და მოლოდინი ისეთი რამის, როგორსაც აღწერენ ზღაპრებში, პოემებში და რომანებში. თუმცა ასეთი კავშირისას სასწორები მსგავს ვერაფერს მიიღებენ. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები უფრო შეეფერებიან, ვიდრე ქორწინების შემთხვევაში. ისინი ერთად ცხოვრობენ იმ მომენტამდე, სანამ ერთი ხელის მოსმით არ დაანგრევენ თავიანთ ქორწინებას.  
 მშვილდოსანი - კავშირი არ არის ცუდი, თუმცა შორს არის იდეალურისაგან. სექსუალურ ურთიერთობებში პარტნიორები კარგად ეთვისებიან. მათ შორის ხდება უჩვეულო ინტელექტუალური ურთიერთმიზიდვა და ამიტომ მათთვის საინტერესოა ერთად ყოფნა განსაკუთრებით, თუ მათ მსგავსი პროფესიები აქვთ. ამასთანავე, როგორც წესი, მშვილდოსანი არ არის ჩაკეტილი, თავისი აზრის თავზე მომხვევი და მეწვრილმანე. პირიქით - ის ადვილად შედის კონტაქტში და ყოველთვის კარგ ხასიათზეა. პარტნიორებმა შეიძლება იცხოვრონ დიდხანს, შესაძლებელია მთელი ცხოვრებაც კი. მათი კავშირები სავსებით საიმედოა. 
 თხის რქა - კავშირი რთულია, განსაკუთრებით სასწორისათვის. თხის რქას ყოველთვის აღიზიანებს სასწორის დაუსრულებელი მერყეობა. ის იწყებს თავისი წყენის გახსენებას. ამ პარტნიორებს ძალიან უჭირთ ერთმანეთის გაგება. ის, რაც ძვირფასია და ახლოა ერთთან, მეორესთვის მიუღებელია. ასევე ნაკლებად შეთავსებადნი არიან სექსუალურ ურთიერთობებში. მიუხედავად ყველაფრისა ისინი ცხოვრობენ ერთად, გვერდიგვერდ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ ჭერ ქვეშ არსებობს \"ორი მარტოსული\".   
მერწყული - ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია სასწორებისთვის. პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის, აფასებენ თავისუფლებას, მეგობრობას და თანასწორუფლებიანობას. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ინგრევა. ასეთ კავშირებში მეფობს სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ასევე სექსუალური კმაყოფილება.
 თევზები - ეს კავშირი შესაძლებელია, მაგრამ ცუდია. პარტნიორებს შორის არ არსებობს გულწრფელი სიყვარული. თევზები მიიღწვიან მაღალი იდეალებისაკენ და მათ აღიზიანებთ სასწორის მანერები და ბანალურობა. სასიყვარულო ურთიერთობებში ეს არის მხოლოდ ისეთი ეპიზოდი თითოეული პარტნიორის ცხოვრებაში, როდესაც ვერ იღებენ სიამოვნებას. თუმცა ამ ნიშნებს შორის მეგობრობა სავსებით მისაღებია, ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ურთიერთპატივისცემას. 

  სასწორო, ჩვენ ასტროლოგები  გეკითხებით: 
 რატომ არ შგიძლიათ ერთ ხანს მაინც იცხოვრო მხოლოდ შენი თავისთვის, რომ ასე ძლიერად არ იზრუნო მეგობრებზე და საყვარლებზე? 
რატომაა, რომ, სანამ ვინმეს მიენდობოდე, სერიოზულ გამოცდებს აწყობ?
რატომ ყურს არ მიუგდებ ვნებას?
დაბოლოს, რატომ შეგქმნეს ვარსკვლავებმა ასე მომხიბლავი და თვალწარმტაცი?

მშვილდოსანი




22 ნოემბერი - 21 დეკემბერი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
  ცეცხლის 3 ნიშანი. 
3 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა - იუპიტერი.
  ბედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა. 
ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი - მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი - ცხენისა.
ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.
ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.
 
 
   იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ  მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული.  მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად  და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს  და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება. მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო - მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ - ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს.  რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა. გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს.  კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების  დიადი საიდუმლოება - მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება.  მშვილდოსანი - ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.  

შემოქმედება და კარიერა
   მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცნებებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი. მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში. შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა. შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.  

ფსიქოსექსუალური დახასიათება
 რახან მშვილდოსანი ორმაგი  ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს. 

უარყოფითი თვისებები
 მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ.  გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება.  შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს - მუდმივად იხეტიალონ.

დადებითი თვისებები
   ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს მას - აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად). 

შესაფერისი პარტნიორები
 კაცი - მშვილდოსანი 
 ქალი: 
 ვერძი - კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება. 
 კურო - იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუკი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში - გაყრა გარდუვალია.  
 ტყუპები - რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.  
 კირჩხიბი - ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი - კუროა, ხოლო ქალი კი - მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით. 
 ლომი - პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს. 
 ქალწული - ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ"ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.  
 სასწორი - ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას. 
 მორიელი - ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება. 
 მშვილდოსანი - კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუკი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.  
 თხის რქა - პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს. 
 მერწყული - პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.  
 თევზები - ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს. 

მშვილდოსანო, ჩვენ ასტროლოგები  გეკითხებით:

რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?
არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი მაშინვე რატომ იხევ უკან?
ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ.
როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედის გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გაანალიზე სიტუაცია. დაბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?

მერწყული





20 იანვარი - 18 თებერვალი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა - ურანი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული.
ასტროლოგიური ფერები: მოლურჯო მწვანე, ულტრამარინი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ძოწი, ამეთვისტო, ლილიაქვა.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.
   ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების  აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს  მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი - 90-იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში.  ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს. ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000  წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით - ჰუმანიზმის ქადაგება. მერწყულის ხანის ზოგიერთი ნაადრევი გამოვლინება უკვე ჩანს თანამედროვე მეამბოხე და ფიცხი ახალგაზრდობის მოქმედებაში. მაგალითად, სოციალური რეფორმებით დაინტერესება, მათი უცნაური, წინააღმდეგობრივი მოქმედება, ჩაცმის მანერა და განსაკუთრებით, სექსუალური შეხედულებები - ჯგუფური კომუნები.  მაგრამ მერწყულის ხანის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამინაი უკვე თავისებურად იქცეოდა, თვითგამოხატვას ცდილობდა ჩაცმის, თავის დაჭერის, მოქმედების უჩვეულო მანერით, რაც საგონებელში აგდებდა მათ დედ-მამას.  მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან" თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას.  მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ  იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი. განმასხვავებელი „ურანული თვისებებია" ორიგინალობა და თვითგამოხატვა. შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის" სინონიმია. იმის მიუხედავად, დილეტანტებად დარჩებიან, თუ თავიანთ ენერგიას კაცობრიობის პრობლემებსა და საჭიროებების გადაჭრისკენ წარმართავენ , მერწყულებს ხალხში ყოფნა უყვართ. მათ ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ ურანი ისე აწყობს, რომ მათ არასწორად გაუგონ; თვითონ მერწყულსაც არასწორად ესმის თავისი თავის. მერწყულს ან ყველაფერი შეუძლია, ან არაფერი, მაგრამ მარტო იშვიათად იქნება. მისი სული გაგებას ესწრაფვის, მას ხალხი სჭირდება, მსმენელები. მერწყული ჩვეულებრივ გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო  ეჩვენება. მერწყული ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსხედვა, ამიტომ ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ურანის ზემოქმედებაში მყოფ ხალხს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაფრის ათვისებისა, რომ ისინი ახალ ტექნიკას აღიქვამენ და ქვეყნად ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობენ. წარმოსახვის რა ნიჭი აქვთ და როგორი კონსტრუქციული საზოგადოებრივი შეგნება. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს კლინეტ მერწყულებს, მიჰყვნენ თავიანთ წინათგრნობებს და მისწრაფებებს, რაგინდ უცნაური არ ეჩვენებოდეთ ისინი.  მერწყულს ერთგვარი განდგომა ახასიათებს და ხშირდა ხალხს იგი ცივი და უსულგულო ჰოგონია. იგი ყოველთვის ისე როდი ერთვება ადმიანებთან ურთიერთობაში  როგორც სხვა, მაგრამ გულგრილნი არასოდეს არიან, მერწყული ურიგებს თავის საკუთრებას - წყალს მთელს კაცობრიობას. მას უყვარს სამსახურის გაწევა და იმის საშიშროება არსებობს, რომ ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს, თუ ბრძნულ რჩევას არ მიიღებს, მისმა კეთილშობილებამ იგი შეიძლება სულიერად და მატერიალურად გააღარიბოს. მერწყული მოწესრიგებულია; იშვიათად  ეწყინება რამე, სანამ დინჯი განსჯის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედული კაცია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.  

შემოქმედება და კარიერა 

  მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან. მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში. მერწულის ნოვატორული იდეები ხანდახან წინ უსწრებს დროს და ამიტომ ბედი სიცოცხლეშივე არ აჯილდოებს სახელითა და წარმატებით. მაგრამ მათ სახელის მოხვეჭაზე მეტად ახარებთ ის, რომ გზას უკაფავენ მომავალ თაობას.მერწყულები უფრო სრულად ამჟღავნებენ თავიანთ ნიჭს, როცა ეძლევათ საშუალება იმუშაონ დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და დახმარების გარეშე. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული აზროვნება, მათემატიკური და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის უნარი. ატომური ფიზიკა, თეორიული მათემატიკა, მედიცინა - აი მათი გონებრივი მოღვაწეობის სფერო. მერწყულებს იზიდავს ადამიანებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შეცნობა; ამიტომ მათი მცდელობა ქვეყნად სარგებლობის მოტანის სიკეთისა და გულმოწყალების დამკვიდრებისათვის - ყველაზე უკეთ სოციალურ დარგებსა და ფსიქოლოგიაში პოულობს გამოხატულებას. 

ფსიქოსექსუალური დახასიათება 

  მერწყულს ყოველი სიახლე აღაგზნებს. ამიტომ ეძებენ ისინი ახალ, საინტერესო ადამიანებს; უნდათ იწვნენ სხვადასხვა სხეულების გვერდით და შეეხონ მას. მათ სტიმულს აძლევს სექსუალურ პარტნიორთა მრავალფეროვნება, მაგრამ ეს სექსუალური ამორალობა კი არ არის, არამედ "მერწყულისმიერი ცხოვრება". მერწყულის ნიშანში შინაგანი კონფლიქტია ჩაბუდებული. რადგან ის მუდმივი ნიშანია, ცდილობს "სტატუს კვო" შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, მას ცვლილებები სწყურია, ამიტომ პირად ურთიერთობებში ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში ვარდება. დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია მანამდე გადადებენ დაოჯახებას. კაცობრიობისაკენ სწრაფვა მათში მეტია, მაგრამ თუ მაინც ირჩევენ მეუღლეს, სიცოცხლეში ერთხელ და სამუდამოდ. ზოდიაქოს ყველა ნიშანში მერწყული ყველაზე ადრე ცდილობს მშობლებისა და საზოგადოების დარიგებიდან თავის დაღწევას. იგი წინააღმდეგობითა და ამბოხით ტკბება. მერწყული უწესრიგო კავშირების მიმდევართა სიაში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ მისი სექსუალური პორტრეტი უნიკალურია: აბსტრაქცია მეტია, ვიდრე რეალობა; მისი ფერები კაშკაშაა, როგორც იმპრესიონისტების ტილოებზე; უწესრიგო მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც გაუთავებლად იცვლის პარტნიორებს იდეალის ძიებაში, მერწყულს იდეალის არსებობა არ სწამს. ვინმე იდეალურად რომ მიიჩნიოს, ეს ახალი ხალხის გაცნობის შეწყვეტა იქნება, არადა მერწყული რაც შეიძლება მეტი ხალხის გაცნობაში პოულობს სიამოვნებას.  ქალი-მერწყული იშვიათად დაგიდევს სქესთა შორის ტრადიციულად დაწესებულ განსხვავებას და ადვილად გადადის ამხანაგის საყვარლის როლში. იგი გათვითცნობიერებულია ბიზნესისა და პოლიტიკის ამბებში, ამიტომ არ უჭირს საქმიან მამაკაცებს მათ ტოლად, მეგობრად მოაჩვენოს თავი, თუმც სექსის საკითხებში ძალიან პირდაპირი და თავისუფალია. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ მას ისე უყურებენ, როგორც ადვილად ხელმისაწვდომ ქალს, სექსუალურ ობიექტს და არა როგორც მგრძნობიარე ქალს, როგორიც სინამდვილეში არის. ქალი-მერწყული, როცა მეტოქე ქალების გარემოცვაში აღმოჩნდება, უნდა ცდილობდეს, უფრო ინტელექტუალური და ნაკითხი ჩანდეს, სანამ მამაკაცს დაეუფლება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი ქალია. მამაკაცი-მერწყული სექსუალური პარტნიორების არჩევისას, ზოგჯერ ნაკლებ წუნიაობას იჩენს. მას სექსი ხშირად ბიოლოგიური აუცილებლობის დონემდე დაჰყავს და ნებისმიერ ხელმისაწვდომ პარტნიორს მიიღებს. მერწყულმა, ეტყობა, არ იცის, მაგრამ ხშირად წყენას აყენებს საყვარელ ქალს გულგრილი გამომეტყველებით.  სქესობრივ ცხოვრებაში მერწყულმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არა მარტო იღებს, გასცემს კიდეც. მისი სიმბოლო - მერწყული ხომ  ყველას უკლავს წყურვილს.  

უარყოფითი თვისებები
 ძირითადი საფრთხე, რაც მერწყულის წარმატებას ემუქრება ის არის, რომ მერწულს აქვს მიდრეკილება თავისი შესაძლებლობები საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვებისათვის ხარჯოს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მომავალზე, მაგრამ მისი იდეები ყოველთვის როდი იქცევა რეალობად.  
იმის გამო, რომ მერწყული ყველაფერს იმას აკეთებს, რაც უნდა და სხვის აზრს არაფრად აგდებს, შეიძლება ხალხმა მასზე გარეგნობის მიხედვით იმსჯელოს და მისი გულწრფელობა და სხვა სიკეთე ვერც შენიშნოს. ბრძენი მერწყული კარგს იზამს, თუ მიხვდება, რომ უფრო მალე მიაღწევს მიზანს, თუ ერთგვარი პირობითობის ჩარჩოებში იმოქმედებს, თუნდაც ეს დროებითი კომპრომისი იყოს. მერწყულსაც ემუქრება ზერელობის საფრთხე.
იგი ადამინაებისაგან გასაკუთრებულს მოითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალურ სფეროში , მაგრამ თუ ამას ვერ იპოვის, შეიძლება თავისი მოთხოვნები შეამციროს და რაც მოჰყვება, იმას დასჯერდეს. ამის გაკეთება არაფრით არ ძეიძლება, სჯობია ახალი, უფრო ჭკვიანი მეგობრების ძებნა განაგრძოს.
სინამდვილეში, მერწყულს თვითდანგრევის ტენდეცია აქვს. არსებითად, ინტელექტის ხვედრი მარტოობაა.

დადებითი თვისებები

   მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის - სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი - პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამიანთა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედიანობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული - მეგობრობის სახლის გამგებელი - პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.  


შესაფერისი პარტნიორები
 კაცი - მერწყული 
 ქალი: 

 ვერძი - ასეთი კავშირი საკმაოდ იშვიათი და უიღბლოა. თანაცხოვრების დასაწყისში პარტნიორებს შორის სიმშვიდე სუფევს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. გადაუჭრელი პრობლემები ძაბავს მათ ურთიერთობებს, თუმცა გვერდიდან ერთი შეხედვით ამის დანახვა შეუძლებელია. ასეთ ქორწინებაში ჩვეულებრივი მოვლენაა ისტერიკები ორივე მხრიდან, მაგრამ მერწყული მაქსიმალურად ცდილობს ემციების დამორჩილებას. სექსუალური ურთიერთობების თანხვედრა ვერძის მონდომებაზეა დამოკიდებული. 
 კურო - კავშირი რთულია, რადგან ორივე ნიშანი ურთიერთსაპირისპირო ბუნებისაა. მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბულია. ორივე დიდი ხნის წინ დაშორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ თავს იმშვიდებენ"უარესიც ხდება". სექსუალურ ურთიერთობებშიც არ ხდება მათი თანხვედრა.   
 ტყუპები - კავშირი საკმაოდ წარმატებულია და იშვიათად ინგრევა ურთიერთობები. ამ ადამიანებს ხშირად ეწვევათ გრძნობები პირველივე დანახვისთანავე. ქორწინება ეყრდნობა მეგობრობასა და გრძნობების ჭეშმარიტებას, თუმცა შესაძლებელია მათ შორის ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ყოველი გატაცების შემდეგ პარტნიორები ისევე ბრუნდებიან ოჯახში. ასეთ ქორწინებაში ნაკლებად შეიმჩნევა სიმშვიდე, თუმცა მეგობრები ბევრი ჰყავთ. 
 კირჩხიბი - კავშირი რთულია. წყვილი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს და მათ მხოლოდ ბავშვები აერთიანებთ. თუმცა ბავშვენის დაბადების შემდეგ ოჯახში წარმოიქმნება პრობლემები, თუ ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას, რის გამოც პატარები ძალიან იტანჯებიან. მიუხედავად ასეთი წვრილმანი პრობლემებისა და გაუგებრობებისა, ასეთი კავშირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან უცნაური ისტორიები აქვთ ასევე სექსუალურ ურთიერთობებშიც.  
 ლომი - კავშირი სავსეა კოფლიქტებით. თანაცხოვრების დასაწყისში მათი ურთიერთობები ბრწყინვალეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან იძაბება. ლომი მერწყულისაგან იწყებს მოთხოვნას, რომ სამსახურში დაწინაურდეს, მაგრამ ეს მერწყულს საერთოდ არ ადარდებს. მათ ურთიერთობებს ბავშვები შეავსებს და განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქორწინებაში ძალიან დაძაბულია ვითარება, ოჯახს მაინც არ ანგრევენ და თუ კი ეს მაინც მოხდება, მალე უბრუნდებიან ერთმანეთს. 
 ქალწული - ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირი ორივესთვის. ასეთ ტიპიურ ადამიანებს შორის შეუძლებელია იყოს ნორმალური ურთიერთობა. მხოლოდ ძალიან დიდი სულიერი სამყაროს მქონე ადამიანებს შორის არის შესაძლებელი მხოლოდ მეგობრობა. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება მათი კავშირი ბავშვებმა განამტკიცონ ან საქმიანმა ურთიერთობებმა. სექსუალურ ურთიერთობებში ორივეს ექსპერიმენტები აინტერესებს. 
 სასწორი - ერთ-ერთი საუკეთესოა მერწყულისათვის. სახლი ასეთი ადამიანებისთვის - მშვიდობიანი და სტუმართმოყვარეა, აქ თითქმის არასოდეს წარმოჭრება კონფლიქტები. მრავალ პრინციპიალურ საკითხებში პარტნიორებს საერთო, მსგავსი შეხედულებები აქვთ.  
 მორიელი - რთული და სედიანი კავშირია. ასეთი ადამიანები სხვადახვა სამყაროდან არიან, მათი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება, რადგანაც პარტნიორები შეიძლება ურთიერთსიძულვილამდე მივიდნენ. ასევე წარუმატებელია მათი სექსუალური ცხოვრებაც.  
 მშვილდოსანი - კარგი და გახსნილი ურთიერთობები აქვთ პარტნიორებს, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველივე წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს პოტენციალის სხვადასხვაობა. მერწყული გავილებით მშვიდად არის, მაგრამ მშვილდოსანი მთელი ძალებით ცდილობს მეთაურობას. თუ კი ეს ქორწინება დაინგრევა, პარტნიორები მაინც კარგ მეგობრებად რჩებიან. 
 თხის რქა - ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე პარტნიორი - თავშეკავებული, საქმიანი წყვილია. მათი ოჯახში ურთიერთპატივისცემა სუფევს. შიდა ოჯახური კონფლიქტები თანდათანობით შეიძლება დროთა განმავლობაში გამწვავდეს. ასეთი კავშირი შეიძლება გაცილებით მყარი აღმოჩნდეს, თუ კი მერწყული 30 წლის ასაკში გადაწყვეტს ქორწინებას. სექსუალურ ურთიერთობებში საკმაოდ კარგად ეთვისებიან. 
 მერწყული - კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ. 
 თევზები - ეს კავშირი შესაძლებელია, თუმცა პარტნიორებს დიდი სიყვარული არ აერთიანებთ. სექსუალურ ურთიერთობებში თევზები დაიტანჯებიან და მოუწევთ მერწყულის მოთმენა. ასეთ ქორწინებაში პარტნიორებს მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დიდ როლს თამაშობს მათ ურთიერთობებში. 
  
  მეწყულო, ასტროლოგები გეკითხებით შენ: 

რატომაა, რომ, როცა სისტემას აუმხედრდები ასე არაორგანიზებული ხარ და სტრატეგიას არ ფლობ? რატომ არ მოირგებ პირობითობის სამოსს და მტრის ზურგში შეაღწევ, სადაც შენი ჭკუის პატრონი, უფრო ქმედით ცვლილებებს მოახდენ, ვიდრე აქეთ-იქეთ უსისტემოდ რბენით? ახლა შენ - პრიველი და ცენტრალური ნიშანი ხარ, მთელი ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. არასოდეს კაცობრიობა ასე არ ყოფილა შენზე დამოკიდებული. შენი ნიშნის - მერწყულის ხანა დგება! არ დააღალატო კაცობრიობა!