ზოდიაქოს
თანავარსკვლავედები განცალკევებულ ჯგუფად გამოყვეს და მათთვის სპეციალური
ნიშნები შემოიღეს ჯერ კიდევ ძვ. ბერძნებმა (ასტრონომიული ნიშნები).
სათანადო თანავარსკვლავედის ნიშნები აქვს აგრეთვე მათში მდებარე ბუნიობისა
და მზებუდობის წერტილებს (ვერძი და სასწორი, შესაბამისად, გაზაფხულისა და
შემოდგომის ბუნიობისა, ხოლო კირჩხიბი და თხის რქა – ზაფხულისა და ზამთრის
მზებუდობის წერტილებს). ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა
პრეცესიის გამო აღნიშნული წერტილები ამჟამად სხვა თანავარსკვლავედებშია.
ძველთაგანვე შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკების სახელწოდებანიც:
კირჩხიბის ტროპიკი და თხის რქის ტროპიკი. საქართველოს ტერიტორიიდან
ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედი ჩანს.
თანავარსკვლავედები,
ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე
ვარსვლავების მიხედვით დგინდება. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი
დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები
შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან
საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა
განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან
არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად.
საერთაშორისო ასტრონომიის კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით
ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.
თანავარსკვლავედებად
ცის დაყოფას სამეცნიერო მნიშვნელობა არა აქვს, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული
ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების
გასაადვილებლად არის საჭირო.
No comments:
Post a Comment